მოკლე ისტორია
მოტო კლუბი MC BATHUS RIDERS ჩამოყალიბდა 2007 წელს. კლუბის დაბადების დღე აღინიშნება 12 ივნის, თუმცა მისი არაოფიციალური ჩამოყალიბება მოხდა 2005 წლის 31 დეკემბერს, როდესაც ერთ ერთი ინიციატორის იდეის საფუძველზე ბათუმის ბაიკერებმა თავისი პირველი საქველმოქმედო აქცია ჩაატარეს
კლუბის დასახელება წარმოიშვა, ქ. ბათუმის ძველბერძნული დასახელებიდან Bathus Limen რომელიც ითარგმნება როგორც ღრმა ნავსადგური. ღიდერსი კი ჩვეულებრივად მოტოციკლეტის მმართველს ნიშნავს. კლუბის გაწევრიენება რთული არ არის, მაგრამ არც ადვილია. აქ არ ექცევა ყურადღება იმას თუ რა ტრანსპორტით დადიხართ, რამდენი ხნის ტარების სტაჟი გაქვთ და ასე შემდეგ. კლუბის წევრების არჩევისას, უპირველესი ყურადღება ექცევა თვითონ პიროვნებას.

 

მიზანი
კლუბის მიზანია გაართიანოს ყველა მოტო მოყვარული, როგორც პროფესიონალი ასევე დამწყები. რეკლამა გაუწიოს მოტოციკლეტებს როგორც სპორტისა და დასვენების ერთ ერთ სახეობას. დახმარება გაუწიოს დამწყებებს პირველი და სწორი ნაბიჯების გადადგმაში. პროფესიონალებს კი თავისი წოდნის გაღრმავებაში. ურთიერთ მხარდაჭერის სწავლა, ურთიერთობა ბაიკერებს შორის როგორც ქვეყნის შიგნით აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი კლუბის სიმბოლოს ერთ ერთი შემადგენელი ნაწილი არის მორჯღალო - მზის სიმბოლო რომელიც აგრეთვე მუდმივი მოძრაობის ნიშანია. კლუბის წევრებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ყველანაირი მასალები რომლებიც ეხება როგორც მოტოციკლეტის თეორიაული ტარების კურსებს, აგრეთვე სხვადასხვა საკითხავ ლიტერატურას.

 

Bathus Co © 2007 | Privacy Policy